ბიძინა ივანიშვილი: მე არ ვიტყვი, რომ მხარი არ დაუჭიროთ „რესპუბლიკელებს“, მაგრამ ამას ვიტყოდი „ლეიბორისტებზე“

საკუთარი ქმედებებით და ბოლო გამონათქვამებით, დავით უსუფაშვილმა საბოლოოდ დამარწმნა, რომ სწორედ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია და იქ დარჩა, სადაც უნდა დარჩენილიყო, არ აქვს იმაზე ჭარბი რესურსი, რა წარმოდგენაც გვქონდა მეც და გიორგი კვირიკაშვილსაც, – ამის შესახებ ზუგდიდში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

„კვირიკაშვილი იყო გაოცებული, კაცი ესაუბრებოდა თანამშრომლობაზე, ეს გამოვიდა და საჯაროდ გამოაცხადა. ეს რამდენად კაცური იყო, თვითონ თარგმნოს, მაგრამ ამით ეგონა, რომ რაღაცაში გადაგვასწრო. მან აბსოლუტურად უარგუმენტოდ გააკრიტიკა კვირიკაშვილი, მე კი, კონკურენტად გამომაცხადა. უსუფაშვილსაც და სხვა პოლიტიკოსებსაც მინდა ვუთხრა, რომ არავითარი კონურენტი არა ვარ. „რესპუბლიკურო პარტია“ არ არის ჩემთვის ის პარტია, რომელზეც ხალხს მოვუწოდებ, რომ ხმა არ მისცენ, არავითარ შემთხვევში. „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს თავისი როლი და საზოგადოებაც ძალიან სწორად აფასებს ამ როლს. რაც შეეხება შეფასებას, მე ვთქვი ერთი პროცენტი რეიტინგი და გაღიზიანდნენ. ერთი პროცენტი მე არსად არ მინახავს კველვებში, უფრო დაბალი აქვთ გაცილებით. ტყუილად ღიზიანდებიან ჩემზე, გაღიზიანდნენ საკუთარ თავზე და შენიშვნები მხოლოდ იმოტომ გამოვთქვი საჯაროდ, რომ იქნება დაფიქრდნენმეთქი“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მრავალპარტიულობაზე მე არასდროს უთქვამს უარი, უნდა იყოს ბევრი პარტია და ბევრი არჩევანი.

„საუბედუროდ, არ არიან ისეთი პარტიები, რომ „ქართული ოცნების“ გარდა, ვინმეზე გავაკეთო რეაქცია და ვთქვა, თუ უამას არა, ამათ დაუჭირეთ მხარი. „რესპუბლიკური პარტია“ არ არის ისეთი პარტია, რომელზეც შეიძლება ვთქვამ, რომ არ დაუჭიროთ მხარი, რასაც ვიტყოდი მაგალითად „ლეიბორისტულ პარტიაზე“. სირცხვილია, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ დღს კიდევ მხარს უჭერენ, ეს არის ნაქირავები და ნაყიდი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. „რუსთავი 2“ აპიარებს დღსაც, ფსევდოოპზიცია მაგათი მოგონილია, სირიცხვილია, რომ ნათელაშვილს დღეს კიდევ მხარს დაუჭერს ვინმე. მე ყველა წარმატებულ პარტიას დავუჭერ მხარს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ მანამდე დავუჭერ მხარს, ვიდრე დავინახავ, რომ ქვეყნას ემსაუხრებიან“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: რუსეთმა რაც მოახერხა, ლომის წვლილი ამაში სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის
შემდეგი სტატია“მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და კაზინოებმა მმართველი პარტიის ანგარიშზე ოფიციალურად შეიტანეს ასი-ათასობით ლარი”