,,ბიძინა ივანიშვილი აფერხებს დიდი ინვესტიციების შემოსვლას”

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას, თქმით,  ინვესტიციას ევროპიდან მოჰყვება თამაშის წესები, რომელიც ქართული ოცნებისთვის არის მიუღებელი. ეს კი ივანიშვილს არ აწყობს და ამიტომ  მმართველი ძალა ინვესტიციის შემოსვლას აფერხებს.

ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

“არ ეძლევა საშუალება დიდ ბიზნესებს განვითარების, არ ეძლევათ საშუალება დიდ ინვესტორებს შემოსვლის. ბიძინა ივანიშვილი და მისი ეკონომიკური გუნდი საგანგებოდ აფერხებს დიდი ინვესტიციების შემოსვლას იმიტომ, რომ ინვესტიციას ევროპიდან მოჰყვება თამაშის წესები, რომელიც მათთვის არის მიუღებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის შემაფერხებელი ფაქტორი არის ქართული ოცნება,“ – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში(video) ჩნდება კითხვები ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშრებით
შემდეგი სტატია,,დღეს ქართულ ოცნებაში მართვადი ქაოსია”