“ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას სირბილით დატოვებს” – მოქალაქეები ავლაბრის მეტროდან ევროპის მოედნისკენ მიემართებიან

ავლაბრის მეტროდან ევროპის მოედნისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყო – მარშს სათავეში სინდისის პატიმრების მშობლები უდგანან, რომელთაც ხელში რეჟიმის ტყვეების ფოტოები უკავიათ.

პროტესტის რეჟიმში გადასულმა ადამიანებმა გზად უზარმაზარი ბანერი გაშალეს, წარწერით – “ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია”. მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ ოთხ კედელში გამოკეტილი ახალგაზრდები გათავისუფლდებიან და ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება.

მნიშვნელოვანია ეს დღე ბიჭებისთვის. ყველამ დარეკა დღეს, ყველა არის მხნედ. უხარიათ, რომ ხალხი იკრიბება. ვითხოვთ მათ გათავისუფლებას. ეს რეჟიმი აუცილებლად დასრულდება. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას სირბილით დატოვებს”. – განაცხადა მარიზი კობახიძემ.

“ძალა ერთობაშია – ძალა ევროპაშია” – ამ გზავნილის გარშემო, ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა იმართება.

 

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლიდან საპროტესტო მსვლელობა დაიწყო-აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია – ნებისმიერი მსვლელობა, მარში ქართველი ერის ხმას აგონებს და აწვდის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს