,,ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ნოეს კიდობანს”-ანა დოლიძე

ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ნოეს კიდობანს, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით გაიმართება.

ანა დოლიძის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ხალხის დიდი გამარჯვების ტოლფასია, თუმცა ამავდროულად კვლავ ძალაში რჩება რუსთაველის გამზირზე მყოფი დემონსტრანტების სხვა მოთხოვნებიც,

„ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ნოეს კიდობნის პრინციპით დააკომპლექტის საქართველოს პარლამენტი. ეს იქნება საშუალება იმისა, რომ უამრავი ჯგუფი შეიყვანოს პარლამენტში და შემდეგ ისე მართოს, როგორც თვითონ მოისურვებს. პროპორციული არჩევნები არის ძალიან დიდი გამარჯვება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ხალხის ბრძოლის მთავარი მოთხოვნა, მე ვრჩები ხალხთან. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა, აუცილებლად უნდა დადგინდეს, რა მოხდა 20-21 ივნისს აქციებზე და აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ 20 ივნისის ღამეს დაკავებულები“, – განაცხადა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიარაადეკვატურები არიან, გონიერება ივანიშვილს დღეგამოშვებით აქვს – ირაკლი ოქრუაშვილი
შემდეგი სტატიაგოგორიშვილი: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს იმას, რომ დადგება რიგი შუშის სასახლის კართან