ბიძინა ივანიშვილი: 2010 წელს ციხეებში 144 პატიმარი გარდაიცვალა, 2016-ში თორმეტი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” 2012 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ციხეებში სიკვდილიანობის და ტუბერკულოზის სტატისტიკაზე ისაუბრა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სიკვდილიანობა და ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა რაოდებობა ციხეებში რადიკალურად არის შემცირებული.
“2010 წელს ციხეებში 144 პატიმარი გარდაიცვალა, 2011 წელს 140, 2012 წელს, გარდამავალ პერიოდში 57 პატიმარი, 2016 წელს კი12 პატიმარი გარდაიცვალა. რადიკალურად შემცირებულია ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა რაოდენობაც. 2009 წელს -618, 2010 წელს – 895, 2011 წელს 800, 2012 წელს – 457, 2016 წლის პირველი ნახევარი კი ტუბერკულოზის 15 შემთხვევა დაფიქსირდა. ტუბერკულოზს ხელოვნურად რომ “უჩალიჩებდნენ“ ეს გოგა ხაინდრავას ფილმშიც მშვენივრად ჩანს. ციხეში შესვლას სიკვდილად უფორმებდნენ ხალხს, ამით აშენებდნენ საზოგადოებას. სააკაშვილის მეუღლეს რომ წამოცდა, მიშა ის კაცია, ვისიც საზოგადოებას უნდა ეშინოდესო, აი ამ შიშზე და სიკვდილზე ჰქონდათ დაფუძნებული თავისი დემოკრატია“,-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილისთვის პრემიერობის შეთავაზებას მტკნარ სიცრუეს უწოდებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: თავისუფალი არჩევნებით, “ნაციონალები” ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან