ბიძინა ივანიშვილი: 2008 წლის ომი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ძირითადი დანაშაული იყო

2008 წლის ომი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ძირითადი დანაშაული იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

„გუშინ შემთხვევით ვნახე კადრი, პოლემიკა მიდიოდა ერთ-ერთ ტელევიზიაში, მე მაფასებდნენ, რამდენად ობიექტურად ვაფასებ ეკონომიკას და ვადარებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ ეკონომიკას. იქ ჩემს ოპონენტებს ძირითადად მოყავდათ, რომ ომი იყო 2008-ში და ომის შემდგომ აბა რა იქნებოდაო. 2009-2010 ცუდი იქნებოდაო. თითქოს ეს ომი ბუნებრივი სტიქია იყო, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებდით. სწორედ ომი იყო ძირითად დანაშაული იმ ხელისუფლების”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ომმა და წინა ხელისუფლების წევრების ბიზნესისადმი დამოკიდებულებად მიიყვანა ქვეყანა კატასტროფამდე.

„სწორედ ეს დამოკიდებულება იყო, რომ მართვა არ იცოდნენ და ქვეყანა კატასტროფისკენ წაიყვანეს. ერთ-ერთი სწორედ იყო ომი, იმ ომის თავიდან აცილებას არაფერი არ უნდოდა. უკეთესი მდგომარეობა უნდა ყოფილიყო. რა დღეშია და რა დღეში ჩაყარეს მოსახლეობა. მაშინ სამშვიდობოები იყვნენ, ახლა ოკუპირებული ტერიტორიები მივიღეთ. ეს რა თქმა უნდა, მათი უაზრობის და ყველაზე უხეში საჯარო სიტყვა რაც კი შეიძლება ვიხმაროთ – ყველაფერი უმეცრობა და სისულელეები გააკეთეს და ეს მივიღეთ, რაც მივიღეთ. შესაბამისად, როგორ განვითარდებოდა იქ ეკონომიკა. ომი რომ იყო და უბედურება რომ გააჩაღეს, იმიტომ მივიღეთ ის ეკონომიკა. როგორ შეიძლებოდა ეკონომიკის არსებობაზე საერთოდ საუბარი. ეს იყო პრობლემა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ლიბერთი ბანკი” დღეს უკვე მეორედ დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაენმ ქუთაისში აქციისთვის ემზადება – ქუთაისის მერი ოპოზიციას რეკომენდაციით მიმართავს