ბიძინა გეგიძე-უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცესისადმი მინიმალური ნდობაც კი არ არის

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ფრაქციის წევრები:ბიძინა გეგიძე, კობა ნაკაიძე და ზაზა პაპუაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს შეხვდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცესზე ისაუბრეს. როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ აღნიშნეს, პროცესის სამართლიანობისა და ღიაობისთვის საკონსულტაციო ჯგუფის შექმნაა საჭირო, რომლებიც მოამზადებენ მიუკერძოებელ დასკვნას კანდიდატთა შესახებ, ამასთან, პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე.

როგორც „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ, განაცხადა

„ამ ეტაპისთვის არ მაქვს იმის აღქმა, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალეა და პროგრესულად მიმდინარეობს. საჭიროა საზოგადოებაში გაჩნდეს პროცესის მიმართ ნდობა. მე პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართე კონკრეტული წინადადებით, თუ როგორ ვხედავ ამ პროცესს. იქ სამი ძირითადი მიმართულება იყო: ფორმატი, დღის წესრიგი და სივრცეები.ჯერჯერობით, არ მაქვს იმის აღქმა, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და პროგრესულია. ეს ჯერ არ ჩანს.აუცილებელია, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს პროცესის მიმართ ნდობა. ჯერჯერობით, მინიმალური ნდობაც არ არსებობს,”- განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” სავარაუდოდ, დაიშლება
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ პარლამენტს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს