ბიძინა გეგიძე – იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

region
: region დეკემბერი 28, 2018 20:51

ბიძინა გეგიძე – იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ განაცხადა ბრიფინგზე, რომელზეც ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ბრიფინგზე ბიძინა გეგიძემ იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თავად ის იდეა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების კომპეტენცია უშუალოდ მოსამართლეთა კორპუსის მიერ მოხდებოდა, სწორ მიდგომას და რეფორმას წარმოადგენდა, თუმცა ამ პროგრესულმა იდეამ სწორი ასახვა ვერ ჰპოვა. პარლამენტის წევრმა ამის მიზეზად იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში უვადოდ განწესებული მოსამართლეების კანდიდატები დაასახელა, რომელებიც პარლამენტს მიმდინარე კვირის დასაწყისში წარედგინა.

„დღევანდელი იუსტიციის საბჭოს ის შემადგენლობა, რომლებმაც ჯერ უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატურას დაუჭირა მხარი და შემდეგ ლევან მურუსიძე უვადოდ განაწესა სააპელაციო სასამართლოში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აღმოჩნდა, რომ იმ პროგრესულმა და სწორმა იდეამ მარცხი განიცადა და შედეგად მივიღეთ საბჭო, რომელიც სრულიად არაადეკვატურია და მოწყვეტილია რეალობას და საზოგადოების დაკვეთას“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თანამდებობის დატოვების საკითხსაც შეეხო და ეს ფაქტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს დაუკავშირა. ბიძინა გეგიძის შეფასებით, პარლამენტში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, საკანონმდებლო ორგანოში გაჯანსაღების და სწორი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაწყებას მისცემს იმპულსს.

ამასთან, პარლამენტის წევრმა თბილისში „მზიურის“ ტერიტორიაზე რაგბის კავშირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კომერციული მიზნებისთვის გასხვისება „მძიმე ფაქტად“ შეაფასა. როგორც ვაკის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატმა და რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, რაგბის კავშირიდან მიწის მყიდველი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ხელმძღვანელობას, მრავალსართულიანი შენობების მშენებლობის დაწყების პროცესების შეჩერების და კონსულტაციების გამართვის თხოვნით მიმართა.

region
: region დეკემბერი 28, 2018 20:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,932
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics