ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ადვოკატების შეფასებით, პოლიცია მიმალვაში მყოფ ბადრი ესებუაზე ზეგავლენას ძმის დაკავებით ცდილობს.

“მისი დაკავების მიზეზი ბადრი ესებუაზე ზეწოლაა, რათა ბადრი გამოცხადდეს პოლიციაში და ჩაბარდეს”, – ამბობს ბიძინა ესებუას ადვოკატი.

აქვე – ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს.

შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა, ოჯახი უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას თვეზე მეტია ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.

banner
წინა სტატიაშითეთრიწყაროში 82 წლის მამაკაცი 87 წლის მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიამოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, ამ კვირაში გაიმართება