ბიძინა ელოდა, რომ ამის შემდეგ თინა გადადგებოდა – ვერ მივართვით! – ანა წითლიძე კოტე იოსელიანის გატაცებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ანა წითლიძე ეხმიანება თინა ბოკუჩავას განცხადებას, სადაც ენმ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი ქმრის, კოტე იოსელიანის მიერ უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდას წინ უძღოდა იოსელიანის გატაცება და მასზე 8 საათიანი ზეწოლა, რომელიც მისივე თქმით, სავარაუდოდ, მოდულის შენობაში მიმდინარეობდა.

“სანამ თინამ განცხადება არ გააკეთა მანამდე არ დავწერე. ცხადია ვიცოდით რაც მოხდა: ჩვენ, ყველას, ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წევრს თუ ლიდერს გაცნობიერებული გვაქვს რომ 13 წელია რუსულ რეჟიმს ვებრძვით და საფრთხის ქვეშ არიან ჩვენს ირგვლივ ყველა, მათ შორის პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრები.

მაგრამ სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა! ამიტომაც ვერ შეგვაშინებს რეჟიმი ვერასოდეს.

კოტეს გატაცების მიზანი თინაზე ზემოქმედების მოხდენა იყო.
თინა ვერ იყიდეს, ვერ დაიჭირეს, ვერ გადაიბირეს, ვერ გატეხეს – მათ შორის ვერც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტზე.

ბიძინა ალბათ ელოდა რომ გუშინდელი ფაქტის, ქმრის გატაცებისა და შვილებზე მუქარის შემდეგ – თინას შეეშინდებოდა, უკან დაიხევდა და გადადგებოდა.

ვერ მივართვით!

Tina Bokuchava – როგორც 13 წელი ვიარეთ, მტკიცედ და მედგრად, ასე ვივლით ერთად რეჟიმის ჩამოშლამდე!..”, – წერს ანა წითლიძე.

banner
წინა სტატიაშიჩემი ქმარი გაიტაცეს, 8 საათი მოდულის შენობაში ჰყავდათ – თინა ბოკუჩავა კოტე იოსელიანის ბოდიშზე
შემდეგი სტატიააჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა