14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები განცხადებას ავრცელებენ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები განცხადებას ავრცელებენ.

„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა. გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს. ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო!“- ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების განცხადებაში.

.

banner
წინა სტატიაშიახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება
შემდეგი სტატიამამა შალვა კეკელია: გვჯერა რომ ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რაც ილია მეორემ დაიწყო