14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.

ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო – მის ობიექტივს არაერთი ისტორიული მოვლენა აქვს აღბეჭდილი და მომავალი თაობისთვის შემონახული.

ბადრი ვადაჭკორიასთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. გულითადად ვუსამძიმრებთ ბატონი ბადრის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს ამ დიდი დანაკარგის გამო“, – ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმარში.

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიგომისმთის გზაზე 4 ტურისტის დაღუპვის ფაქტზე მიკროავტობუსის მძღოლს ბრალდება წარედგინა
შემდეგი სტატია“მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში”- ირაკლი კობახიძე ბადრი ვადაჭკორიაზე