ბიჭვინთის ნაწილი რუსეთს გადაეცემა

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრები აფხაზეთსა და რუსეთის მთავრობებს შორის შეთანხმების რატიფიცირებას ითხოვენ. ეს შეთანხმება ბიჭვინთაში საზღვაო აკვატორიის ნაწილისა და სანაპირო ზოლის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხება.

აფხაზური მედიის ცნობით, გაფართოებული სხდომაში მონაწილეობდა ადგილობრივი სახალხო დამცველი და ქალაქ ბიჭვინთის ხელმძღვანელობა.

ოკუპირებული აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრი”  ალექსანდრე ანქავაბი აცხადებს, რომ აღნიშნული შეთანხმება სრულიად შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს.

ამ შეთანხმებას ხელი მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა.

banner
წინა სტატიაშიკარლ ნეჰამერი- საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია, ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნისა, რომელიც აღიარებს ევროპულ ღირებულებებს და მიისწრაფვის ევროპისკენ
შემდეგი სტატიასახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვროს საარჩევნო ბარიერის სიმაღლე, შესაბამისად, ეს საკითხი 12 პუნქტშიც არ მოხვდა, ბარიერის დაწევა ჩვენი კეთილი ნებაა – კობახიძე