ბიჭვინთაში ადგილობრივებთან კონფლიქტში ორი რუსი ტურისტი დაჭრეს

ორი რუსი ტურისტი დაიჭრა აფხაზეთში, ბიჭვინთაში ადგილობრივებთან მომხდარი კონფლიქტისას -ამის შესახებ რუსული მედია წერს. როგორც გავრცელდა, მოგზაურები რესტორან “აპსნიში” გოგოებთან ერთად ისხდნენ. მათ უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და გოგოების გაცნობა მოინდომა. უარი რომ მიიღო, მან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა.
ტურისტები სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს ორივე ფეხშია დაჭრილი. მსროლელი აღმოჩნდა 42 წლის დიმიტრი ფილია. ის დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ბრიუსელში მიხაილ ზიბერტს შეხვდა
შემდეგი სტატიანატოს სამიტის განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთი პასუხობს