ვოლოგდელმა, 15 წლის ალინა სმირნოვამ 9 წლის ნიჟნი ტაგილელი ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა. ბიჭს, სავარაუდოდ, ფეხის კუნთები გაეკვანძა, რაც ალინამ დროულად შენიშნა.
“ძღვაში ბანაობისას ალინა სმირნოვამ სენიშნა, რომ ახლოს მყოფმა 9 წლის ბიჭმა ჩაყვინთა, ხოლო ამოყვინთვას აგვიანებდა. გოგონამ მისი შველა გადაწყვიტა და ნაპირზე გამოათრია. როგორც გაირკვა, ბავშვს ბანაობისას ფეხის კუნთები გაეკვანზა და იხრჩობოდა, თუმცა, ყველაფერი კარგად დასრულდა”, – ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს განცხადებაში.