“ბიჭს რომ შორტი ეცვა, უმცირესობაში ხვდებოდა და ცემდენ. ვინც ცემდა ეხლა თავად აცვია შორტი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს”

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია წერს, რომ “კონტექსტი” რომელსაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებას პრაიდთან დაკავშირების სთავაზობს, უმრავლესობის ძალადობის დაკანონებას ნიშნავს.

‘კონტექსტი’, რომელსაც კობახიძე და ნუ რეალურად ქართული ოცნება ‘გვთავაზობს’, ნიშნავს უმრავლესობის ძალადობის დაკანონებას, კანონის და თანაცხოვრების წესების არარსებობას, აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის საფრთხის შექმნას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, განაცხადს, რომ ჩვენი ცხოვრების წესებს არა კონსტიტუცია, არამედ ერთი ჯგუფი განსაზღვრავს, ვინც მთავრობა დაირქვა.

უმრავლესობა და უმცირესობა ცვალებადია. ხან ვინ და რა მოსაზრებები ხდება უმრავლესობის ხან ვინ. ჩემ ბავშვობაში ბიჭს რომ შორტი ეცვა უმცირესობაში ხვდებოდა და ცემდენ. ვინც ცემდა ეხლა თავად აცვია შორტი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ვინ რას დააწესებს და რას აყვება უმრავლესობა აბსოლუტურად გაუთვლელია. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ კონკრეტულ მოსაზრებაზე ძალადობენ, ყველა საფრთხეშია.

ღირსების მარშის გამართვამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა – წერს ხოშტარია.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითორნიკე რიჟვაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი წარადგინა