ბიბლიური თავისუფლების წევრებისთვის ჯვრისწერა, ნათლობა, წესის აგების აიკრძალება – მეუფე დანიელი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის თქმით, ბიბლიური თავისუფლების წევრებს უფლება აღარ ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ისეთ საეკლესიო მსახურებაში, როგორებიცაა ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება და სხვა. გადაწყვეტილება დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.

შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია ქრისტიანთა გაერთიანება – ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აწევრიანებს განურჩევლად სქესისა ადამიანებს და მათ სასულიერო პირის ხარისხს ანიჭებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრისთვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას და ეკლესია აფრთხილებს ყველას, ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, რომ მას აღარ ექნება უფლება, მონაწილეობა მიიღოს საეკლესიო მსახურებაში როგორიც არის, ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება და სხვა”. – თქვა მეუფე დანიელმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში.

პოლიტიკურმა პარტია გირჩმა 2017 წელს დააფუძნა რელიგიური ორგანიზაცია, სახელწოდებით ბიბლიური თავისუფლება. ორგანიზაცია წვევამდელებს სასულიერო პირებად აკურთხებს და შესაბამის ცნობებსაც გასცემს.