ბიბლიოთეკების რეორგანიზაცია – თბილისის მერის მოადგილე საკრებულოში არ მივიდა

ბიბლიოთეკების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერიის კულტურისა და განათლების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი საკრებულოში არ მივიდნენ. მერიის მაღალჩინოსნები გაჩენილ კითხვებზე პასუხების გასაცემად “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის სხდომაზე უნდა მისულიყვნენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების რეორგანიზაციას გეგმავს. ცვლილებების მიხედვით, უქმდება თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანება. მის ნაცვლად კი ახალი აიპ-ი იქმნება. დაგეგმილია ბიბლიოთეკარების ტესტირებაც, რაც ბიბლიოთეკების თანამშრომლებს და საკრებულოს ოპოზიციას ეჭვს უჩენს, რომ იგეგმება ბიბლიოთეკარების სამსახურებიდან გათავისუფლება. მერია ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ბიბლიოთეკების მოდერნიზაციას და თანამშრომლების გადამზადებას გეგმავს

banner
წინა სტატიაშიბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს დაკითხავენ
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სუპერ TV 30 000 ლარით დააჯარიმა