ბიბლიოთეკების რეორგანიზაცია – ენმ-ს ფრაქციის სხდომაზე თბილისის მერის მოადგილეს და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს ელოდებიან

დედაქალაქის მერის მოადგილეს სოფიო ხუნწარიას და კულტურისა და განათლების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, დღეს, თბილისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის სხდომაზე ელოდებიან.

ოპოზიციას მერიის მაღალჩინოსნებისგან, ბიბლიოთეკების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ინიციატივის დეტალები აინტერესებს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ეჭვობენ, რომ მერიის მაღალჩინოსნები ამ ცვლილების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას შეეცდებიან და მოხდება ბიბლიოთეკების ფართების არამიზნობრივი ათვისება. შეხვედრა საკრებულოში 11:00 საათზეა დაგეგმილი.

„ხომ არ გვაქვს საქმე კონკრეტული ადამიანების და მაღალი თანამდებობის პირების ბიზნეს ინტერესებთან. იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველ სართულზეა ყველა ბიბლიოთეკა და კომერციული ფართისთვის გამოსადეგარია. შესაბამისად არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ ამით იყოს დედაქალაქის მთავრობა დაინტერესებული,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის შვილი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული
შემდეგი სტატია,,პასუხისმგებლობას ვაკისრებ მერიას თუ ატენზე მოხდა რაიმე უბედურება” – ატენის ქუჩის მაცხოვრებლები მერიის მაღალჩინოსნებს უჩივიან