ბიბლიოთეკარებს ტესტირებისთვის მოსამზადებლად, დამატებით ერთი თვე მიეცემათ

ბიბლიოთეკარებს ტესტირებისთვის მოსამზადებლად, დამატებით ერთი თვე მიეცემათ. ამის შესახებ დღეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ დედაქალაქის მერიაში ბიბლიოთეკარებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მერის მოადგილის თქმით, ტესტირების თარიღის გადაწევა ბიბლიოთეკარებმა წინა შეხვედრაზე ითხოვეს.

„ჩვენ უკვე მესამედ შევხვდით ბიბლიოთეკარებს და კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, თუ რა პროცედურებია საჭირო, რათა ტესტირებამდე სწორად მივიდეთ. მეორე შეხვედრაზე ბიბლიოთეკარების მხრიდან იყო თხოვნა, რომ კიდევ ერთი თვით გადაგვედო სამზადისი, რომ თავის თავში განმტკიცებულიყვნენ და ტესტირებამდე სწორად მივსულიყავით, რაც დაკმაყოფილდა“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ბიბლიოთეკარების ტესტირება 29 აპრილს იყო დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაში,,თუ სადისტრიბუციო კომპანიებს ღამით მუშაობისთვის ხალხის დამატება სჭირდებათ, კეთილი ინებონ და დაამატონ”
შემდეგი სტატიასაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელზე თეა წულუკიანი განცხადებას გააკეთებს