“ბიბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა” – ირაკლი კობახიძე

„ბიბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა, საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 9 აპრილს, როდესაც კონკრეტული ნივთიერება იქნა გამოყენებული, მასშტაბური იყო კლინიკებში მიმართვიანობა და დიდხანს გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა.

„„ბიბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში. გახსოვთ, 9 აპრილის დროს, როდესაც კონკრეტული ნივთიერება იქნა გამოყენებული, რამხელა მიმართვიანობა იყო, რამდენ ხანს გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა. აქ არ ყოფილა არავითარი მიმართვიანობაც კი. ხელოვნურად ცდილობთ, შექმნათ სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არის. თქვენი ტელევიზიები დავიდა იქამდე, რომ თუთიყუშებს დასცვივდათ ბუმბულები. ძალიან ღარიბად გამოიყურება თქვენი ეს სკანდალის აწევის იაფფასიანი მცდელობა“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში“მთავარი კითხვა: რა ნივთიერება გაურიეს წყალს?” – ნინო ლომჯარია “კამიტე”-ზე
შემდეგი სტატია“რეალური პროგრესი დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ნამდვილი ერთგულება გამოხატოს” – უკრაინა და აშშ