7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

„ბიბისიმ“ საკუთარი დარღვევები აღიაროს და შეძლებისდაგვარად შეეცადოს ამის გამოსწორებას პუბლიკაციების წაშლით და ბოდიშის მოხდით” – შალვა პაპუაშვილი

ბიბისიმ“ საკუთარი დარღვევები აღიაროს და შეძლებისდაგვარად შეეცადოს ამის გამოსწორებას პუბლიკაციების წაშლით და ბოდიშის მოხდით” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ BBC-ს მიმართ საჩივრით გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

„ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ვინ დგას ამის უკან, მათ შორის იმ კამპანიის მონაწილეების ხილვით, ვინც ჩართული არიან ამ ცილიმწამებლური ფილმის და, ზოგადად, პუბლიკაციების საფუძველზე საქართველოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში. გასაჩივრების პროცესი ალბათ ნაკლებად შეძლებს ამის გამოვლენას. ჩვენ რასაც მოველით, არის ის, რომ „ბიბისიმ“ საკუთარი დარღვევები აღიაროს და შეძლებისდაგვარად შეეცადოს ამის გამოსწორებას პუბლიკაციების წაშლით და ბოდიშის მოხდით. რაც შეეხება კითხვას, ვინ დგას ამის უკან – ჩვენ ვხედავთ და შეგვიძლია, ეს ვივარაუდოთ იმ აქტორების ხილვით, რომლებსაც ვხედავთ და რომლებიც იყენებენ ამ ცილისმწამებლურ პუბლიკაციებს საქართველოს დასაზიანებლად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუში
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: “4 ოქტომბრით ვამაყობ და თქვენ ამაზე მასამართლებთ?!”