„ბიბისი“ – რუსებმა ხერსონის ოლქი ჩაკეტეს

რუსებმა ხერსონის ოლქი ჩაკეტეს, რომელიც ოლქს კიევის მიერ კონტროლირებად რეგიონებთან აკავშირებდა, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნულმა „ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა“ კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა.

„უსაფრთხოების მიზნით ოლქი ჩაიკეტა. საზღვრის გადაკვეთა მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებიდან ძალიან საშიშია უკრაინელი მებრძოლების მხრიდან სისტემატური სროლების გათვალისწინებით“, – განაცხადა სტრემოუსოვმა.

მისი თქმით, ხერსონის ოლქიდან ყირიმში და ზაპოროჟიეს რეგიონის იმ ნაწილში, რომელსაც რუსული ჯარები აკონტროლებენ, გამგზავრება შესაძლებელია, იქიდან კი, დონბასის თვითგამოცხადებულ „სახალხო რესპუბლიკებში“.

banner
წინა სტატიაშისოროსის ფონდის თბილისის ოფისი გადაქცეულია ომის პარტიის დანამატად – კობახიძე
შემდეგი სტატიაპოდოლიაკი – რუსეთთან ნებისმიერ შეთანხმებას გახვრეტილი კაპიკის ფასიც არ აქვს