ბიბისი: პოროშენკომ მთავრობის შეცვლა მოითხოვა

პოროშენკო: «უკრაინა და რუსეთი ეს ერთი ხალხია. ჩვენ არ უნდა ვიომოთ»

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ ქვეყნის გენერალურ პროკურორს, ვიქტორ შოკინს სთხოვა გადადგეს, ამასთანავე, მოითხოვა სრულიად “გადაფორმირდეს” მინისტრთა კაბინეტი.
“დღეს დილით შევხვდი და ველაპარაკე გენერალურ პროკურორს. ვიქტორ ნიკალაევიჩს წინადადებით მივმართე გადადგომის შესახებ განცხადება დაეწერა” – ნათქვამია პოროშენკოს მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის საიტზეა განთავსებული.
პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია “მინისტრთა კაბინეტის სრული გადაფორმირება”.

“მორჩა იმის დრო, რომ მინისტრთა კაბინეტი ნაწილობრივ უნდა გადახალისდეს. ამაზე ძალიან დიდი ხანი საუბრობდნენ, შედეგად კი – მხოლოდ ლაპარაკი გამოვიდა. უკვე ცხადია, რომ აუცილებელია მთავრობის სრული გადატვირთვა” – განაცხადა პრეზიდენტმა.
“ჯერჯერობით, პრემიერს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს როგორ იქნება უკეთესი საკითხის მოგვარება” – ხაზი გაუსვა პოროშენკომ.

დღეს რადასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ქვეყნის პრემიერის არსენ იაცენიუკის გადადგომას მოითხოვდნენ. მსგავსი აქციები გაიმართა უკრაინის რამდენიმე ქალაქში.
თებერვლის დასაწყისში იაცენიუკმა პირობა დადო, რომ თუკი რადა შეეცდება ერთი მინისტრის შეცვლას მაინც, ეს მინისტრთა კაბინეტის სრულ გადადგომას გამოიწვევს.

https://youtu.be/X29R0kvSFD0

banner
წინა სტატიაში“მოჭიდავეებისთვის უცნობია, საიდან მოხვდა მათ ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი”
შემდეგი სტატიასკანდალური ფარული ჩანაწერი, რომელსაც შესაძლოა ზუგდიდის ხელისუფლება გადაჰყვეს