ბიბისი: ლეგენდარული რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

საბჭოთა ხელოვნების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, საქართველოში თეატრის დირექტორი რეზო გაბრიაძე თბილისში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა – “ბიბისი” წერს.
გაბრიაძე საერთაშორისო არენაზე თონიჯების თეატრის დახვეწილი სპექტაკლებით იყო ცნობილი, ისეთით, როგორიცაა “სტალინგრადის ბრძოლა”.

მან, ასევე, დაწერა ისეთი ფილმების სცენარები, როგორიცაა “მიმინო” და საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი “ქინ-ძა-ძა”.
მის კალამს ეკუთვნის 35-ზე მეტი ფილმის სცენარი, მათ შორის, “არ დაიდარდო” (“არ იდარდო”), რომელიც ცნობილი ფრანგი რომანის “ჩემი ბიძია ბენჟამინის” გადმოქართულებული ვერსიაა.

რეზო გაბრიაძეს მოგებული აქვს სხვადასხვა პრიზები როგორც საქართველოში, ასევე, რუსეთში.

რეზო გაბრიაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ნათესავებმა გაავრცელეს.

გიორგი დანელია, რომელიც გაბრიაძის უდიდესი ფილმების რეჟისორია, 2019 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

banner
წინა სტატიაშიყალბი ინფორმაციის ამოცნობის მიზნით კომუნიკაციების კომისია 1000-ზე მეტ მოსწავლეს გადაამზადებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას “ფეისბუქზე” ეხმაურება