ბიბისი: 2050 წელს სუპერბაქტერია ყოველ სამ წამში ერთ ადამიანს მოკლავს

ბიბისი: 2050 წელს სუპერბაქტერია ყოველ სამ წამში ერთ ადამიანს მოკლავს

6სუპერბაქტერიები არიან ის ბაქტერიები, რომლებიც ანტიბიოტიკებს არ ექვემდებარებიან. ის 2050 წლისათვის ყოველწლიურად 10 მილიონ ადამიანს მოკლავეს, თუკი მათთან ბრძოლის გზები არ გამოიძებნება. ეს მონაცემები იმაზე მეტია, ვიდრე კიბოსთან ბრძოლის მაჩვენებელი – ასეთია დასკვნა ანტიმიკრობული რეზისტენტულობის, რომელიც ბრიტანეთში 1,5 წლის წინ დაადგინეს.
მოხსენება Goldman Sachs-ის მთავარი ეკონომისტისა და ტერმინ “ბრიკსის” ავტორის, ჯიმ ო’ნილის მიერ არის მომზადებული. 19 მაისს მოხსენების საბოლოო ვარიანტი იქნა წარმოდგენილი.
ნილმა მოწოდება გააკეთა, სასწრაფოდ დაიწყონ მუშაობა ახალი ტიპის ანტიბიოტიკებზე, ასევე, დაიწყოს მსოფლიო მოსახლეობის ინფორმირებულობის კომპანია, მათ შორის ექიმების.
მსოფლიოს ახალი კლასის ანტიბიოტიკები არ უნახავს, უკვე ათობით წელია – აღნიშნა მომხსენებელმა.
მისი თქმით, ახლა ანტიბიოტიკებს ურიგებენ ყველას, “როგორც კანფეტს”, შედეგად კი ბაქტერიები მსგავს წამლებს ეჩვევიან.
ო’ნილის თქმით, თუკი სასწრაფოდ არ იქნება ზომები მიღებული, 2050 წლისათვის, სუპერბაქტერიების მიერ მიყენებული ზარალი ყოველწლიურად 100 ტრილიონი დოლარი იქნება.

banner
წინა სტატიაშიყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტი გაიყიდა ჟენევის აუქციონზე
შემდეგი სტატიაამერიკული გამანადგურებელი აშშ-ში გუამის ბაზაში ჩამოვარდა