ბიბილოვმა საქართველოსთან ე.წ. დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია შექმნა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საქართველოსთან ე.წ. დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისია შექმნა. დე ფაქტო ცხინვალის ამ კომისიას საქართველოსთან საზღვრების დადგენა ევალება. მისმა წევრებმა მუშაობა ერთ თვეში უნდა დაიწყონ.

ამასთან ერთად საოკუპაციო ძალები “ბორდერიზაციას” ყოველდღიურად აგრძელებენ და მავთულხლართებს ავლებენ.

ოფიციალური თბილისი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. სუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ დეოკუპაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას, არაზუსტი – მაგალითად შიშის ზონის ტერმინილოგიის გამოყენება აზიანებს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა