“ბიბილოვისთვის ე.წ. პრეზიდენტად არჩევის მილოცვის ლოგიკური გაგრძელება ზალბერის სხვა კანდიდატით ჩანაცვლება იქნება” – გიორგაძე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თვლის, რომ, რომ ანატოლი ბიბილოვისთვის ე.წ. პრეზიდენტად არჩევის მილოცვის ლოგიკური გაგრძელება ჟენევის მოლაპარაკებებში ჰერბერტ ზალბერის სხვა კანდიდატით ჩანაცვლება იქნება.

“ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ეს ვითარება. ქართულ მხარეს კომუნიკაცია აქვს ევროკავშირთან და ამ პროცესში ლოგიკური გაგრძელება სხვა კანდიდატით ჩანაცვლება იქნება”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. ფაქტმა დიპლომატიური გაურკვევლობა გამოიწვია. აღნიშნულის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაიბარეს. ჰერმანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ზალბერი იზიარებს ევროკავშირის პოზიციას და არ აღიარებს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის ანგარიშს სისტემური ხედვა აკლია – კილაძე
შემდეგი სტატიამერიასთან აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლები აქციას მართავენ