ბიბილოვი:სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს

 

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკამ ყირიმის გზა უნდა გაიაროს და რუსეთს შეუერთდეს. “სახმრეთ ოსეთის ხალხს ყირიმის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები უხარია, რომელიც მშობლიურ ადგილს დაუბრუნდა. სამხრეთ ოსეთი 1990-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლიდან, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს, და ესმის, რომ ოსი ხალხი დღეს დაყოფილია… ვფიქრობ, რომ გზას, რომელიც ყირიმმა გაიარა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აუცილებლად გაივლის” – ბიბილოვმა ჟურნალისტებს უთხრა იალტის ეკონომიკურ ფორუმზე – რუსული მედია წერს.
ბიბილოვმა, ასევე, დაამატა, რომ ყირიმელი ხალხის გადაწყვეტილება, რუსეთთან შეერთების შესახებ ცალსახა, სწორი და აბსოლუტურად სამართლიანი იყო. “ამას უკვე ვერანაირი სანქციები ვერ შეუშლია ხელს” – თქვა დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლების სამსახურში მყოფ მოსამართლეებსა და სტაჟზე რომ ვსაუბრობთ, ამ სტაჟში უკვე შეგვიძლია ეს 7 წელიც ჩავთვალოთ”
შემდეგი სტატიაფინალური რეიტინგები: ზელენსკი პოროშენკოს თითქმის სამჯერ უსწრებს