ბიბილოვის მოქმედება არაკორექტულია, მან არჩევნები წააგო და რეფერენდუმის დანიშვნის უფლება უკვე არჩეულ პრეზიდენტს აქვს. თანაც რუსეთს დღეს ეს რეფერენდუმი არაფერში სჭირდება – ზატულინი

„ბიბილოვის მოქმედება არაკორექტულია, მან არჩევნები წააგო და რეფერენდუმის დანიშვნის უფლება უკვე არჩეულ პრეზიდენტს აქვს. თანაც რუსეთს დღეს ეს რეფერენდუმი არაფერში სჭირდება“. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„მე ანატოლი ბიბილოვს პატივს ვცემ, მაგრამ ახლა მისი მოქმედება არაკორექტულია, თუ არჩევნები წააგე, მაშინ რეფერენდუმი უკვე არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს. ხოლო თუ კუდის მოქნევის პრინციპით იქცევა, ეს ულამაზოა. რუსეთს დღეს ეს რეფერენდუმი არაფერში სჭირდება“ – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლს მასშტაბური ეპიდემია ემუქრება – დენისოვა
შემდეგი სტატიაარაბთა გაერთიანებულ საამიროებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს