ბიბილოვი შოუგუს: სამხრეთ ოსეთის ხალხი მადლობელია 2008 წელს გაწეული დახმარებისთვის

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ.  ბიბილოვმა შოიგუს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის, მათ შორის, 2008 წლისთვისაც, რომლითაც “სამხრეთ ოსეთის ხალხმა ჰუმანიტარული კატასტროფა აირიდა თავიდან”. შოიგუმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა, “სამხედრო სფეროში, უნდა აღვზარდოთ თაობები. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს განსახილველი” – შოიგუმ თქვა.

სხვა საკითხებს შორის, ბიბილოვმა და  შოიგუმ სამხედრო თანამშრომლობისა და სოციალური დახმარების პროექტებზე ისაუბრეს

 

https://youtu.be/JCOxHLYKzVs

banner
წინა სტატიაშირუსეთმა გაგრაში დროებითი საკონსულო გახსნა
შემდეგი სტატია„იმ საქმეში ერევით, რისი სწორი პასუხი ან არ იცით ან თქვენი დასკვნა წინასწარგანზრახული ბოროტებაა“ – ჩხეიძე იზორიას