ბიბილოვი – სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება

სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, – ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა მას შემდეგ რაც მან ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში ალან გაგლოევის „გამარჯვება“ აღიარა.

„რეფერენდუმი იქნება“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, რეფერენდუმისთვის ყველა დოკუმენტი შეგროვდა და „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ წარედგინა.

„მათ უნდა განიხილონ ეს ყველაფერი და შემდეგ წარუდგინონ უზენაეს სასამართლოს და დაადგინონ თარიღი“, – აღნიშნა ბიბილოვმა.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი – უამინდობის გამო, მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის საჰაერო კომპონენტი გაუქმდა
შემდეგი სტატიაზარქუა – სააკაშვილის მხარდამჭერებმა, ასევე ექიმებმა, თუ ისინი ნამდვილად არიან პროფესიონალები, მას ურჩიონ, რომ შეეშვას პროვოცირებას, შიმშილობას და მიიღოს ის საკვები, რაც მიეწოდება