ბიბილოვი რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელს შეხვდა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ნურგალიევის ორდღიანი ვიზიტი შეაჯამეს. ბიბილოვის თქმით, გასული ორი დღის მანძილზე უამრავი სამუშაო ჩატარდა, მათ შორის “სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთიანი კონტურის ჩამოყალიბებასა, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ურთიერთკავშირსა და სხვა საკითხებზე… როცა სამუშაოს ყველა შედეგი განივრცობა და ჩვენ კონკრეტულ პოზიციამდე მივალთ, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა სრული უსაფრთხოების გარანტიაში დარწმუნდება” – თქვა ბიბილოვმა შეხვედრის შეფასებისას – ადგილობრივი მედია წერს. დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, “რესპუბლიკის განვითარება, პირველ რიგში, დამოკიდებულია მის ტერიტორიაზე არსებულ სიმშვიდეზე. მოსახლეობა მომავალშიც უნდა გეგმავდეს საკუთარ ცხოვრებას დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი სამხრეთ მეზობელისგან საშიშროება არ არსებობს და რომ ქვეყნის უსაფრთხოებას რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის შაიარაღებული ძალები დაიცავენ” – თქვა ბიბილოვმა.

რაშიდ ნურგალიევმა, თავის მხრივ, ისაუბრა ზონკარის წყალსაცავზე, რომელიც დაათვალიერეს, ასევე, მოინახულეს ადგილი, სადაც შემოვლითი გზა უნდა გაიყვანონ იმ შემთხვევისთვის, თუკი “რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო გზა გაიხსნება, აგრეთვე, მოინახულეს ლენინგორის რაიონში სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტები”.

banner
წინა სტატიაშისაქმრომ სიმამრის რჩევა გაითვალისწინა და თავის მოკვლას სცადა
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმა იორდანიის დელეგაცია მიიღო