ბიბილოვი: ყველაფერი სწორად გავაკეთეთ

“სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელების მოქმედება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებასთან დაკავშირებით სწორი იყო… როგორც გავიგე, ამას დაეთანხმნენ ევროპელებიც. უსიამოვნოა ზოგიერთი პოლიტოკოსის მოსმენა, რომლებმაც მსგავსი საქმე პოლიტიკურ დონეზე აიყვანეს. მათ არაფერი დარჩათ იმის გარდა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელებს ბრალი დასდონ რაღაც არასწორ მოქმედებებში. ჩვენ ყველაფერის სწორად გავაკეთეთ” -ამის შესახებ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის შესახებ დისკუსიაზე პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირების წარმომადგენელთან მურატ ჯიოევთან შეხვედრაზე.

ჯიოევმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ჟანევის მოლაპარაკებებზე ქართული მხარე შეეცადა არჩილ ტატუნაშვილის საქმე სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელებისათვის ბრალდების წასაყენებლად გამოეყენებინა, თუმცა “სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ არსებულ ბრალდებებზე არგუმენტირებული პასუხი გასცა”, დელეგაციამ, ასევე, განაცხადა, რომ მიუღებელია არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის ფალსიფიცირება პოლიტიკური პროვოკაციებისთვის. “მე მათ ვუპასუხე, რომ ტატუნაშვილის სიკვდილზე ქართულ მხარეს დასკვნები არა აქვს, გარდა იმ ექსპერტების დასკვნებისა, რომელიც ჩვენ გადავეცით ცხედართან ერთად, და რომ მათი ლაპარაკი სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ამბიცია” – თქვა ჯიოევმა.

“გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ჟენევის დისკუსიის მხარეების ყურადღება მიაქცია იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტმა ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე რეზოლუცია მიიღო. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ მათი ძირითადი მიზანი იყო, რუსული მხარის დადანაშაულება და ამით საქართველოს პრონატოს ორიენტაციის კიდევ ერთხელ ჩვენება” – ჯიოევმა თქვა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონში 400 კილო ფაროსანას შეგროვებას აპირებენ
შემდეგი სტატიაჩხორუწყუში ფულის გამოძალვაზე ორი მამაკაცი დააკავეს