ბიბილოვი: არანაირი ურთიერთკავშირი არ იქნება სანამ ბოდიშს არ მოიხდიან

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 26 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდამდე არ იქნება არანაირი ურთიერთობა.

“ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ სანამ საქართველო არ აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობას და ბოდიშს არ მოიხდის ჩვენი ხალხის წინაშე ჩადენული დანაშაულის გამო, არ იქნება არანაირი ურთიერთკავშირი. მინდა აღვნიშნო, რომ უკანასკნელ პერიოდში ქართული მხარე ხშირად ჩნდება სამხრეთ ოსეთის საზღვართან, საქართველოს მოქალაქეები არ იქცევიან საუკეთესოდ და ათასნაირ პროვოკაციულ აქციას აწყობენ” – განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა – ადგილობრივი მედია წერს.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა სირიისკენ ტანკები გადასხა
შემდეგი სტატიაქვემო ფონიჭალაში 35 წლის მამაკაცი მოკლეს