ბიბილაშვილი: ნანა დევდარიანის რეინკარნაცია (თამარ ჟვანია) და იგორ გიორგაძის რეინკარნაცია (გახარია) ადგილზე რჩებიან

1992-1995 წლებში, ქვეყანას ოფიციალურად მართავდა “სახელმწიფო საბჭო”. ასე ერქვა სამხედრო გადატრიალების შემდეგ “არჩეულ” პარლამენტს. სახელმწიფო საბჭოში შედიოდა პრაქტიკულად ყველა, ვისაც პოლიტიკოსობის ამბიცია ჰქონდა და 3 ხმის აღება შეეძლო – იარაღით დევნილი “მრგვალი მაგიდის” (ზვიადისტების) გარდა. იყო წუწაობა, კაკაფონია და მართვადი ქაოსი. შევარდნაძეს არ ჰყავდა უმრავლესობა, რასაც ხელი არ შეუშლია მისთვის, ასეთი პარლამენტის პირობებში, კომფორტულად ემართა ქვეყანა.

ხოდა, გვახსოვდეს უახლესი ისტორია, ეტა რას. და ნუ გავაბრიყვებინებთ თავს ამ გავრილოვის შნირს, ეტა დვა. თან იმ პირობებში, როცა ნანა დევდარიანის რეინკარნაცია (თამარ ჟვანია) და იგორ გიორგაძის რეინკარნაცია (გახარია) ადგილზე რჩებიან-აცხადებს ზაზა ბაბილაშვილი.

20 ივნისს, რუსი დეპუტატების სტუმრობის გამო, პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გამიართა, რომელიც რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ამის შემდეგ, 21 და 22 ივნისს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და 20 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლების მოთხოვნებით.

4-დღიანი დუმილის შემდეგ 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც საზოგადოებას აქციის 3 მოთხოვნიდან მხოლოდ ერთის – 2020 წლისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაპირდა. ივანიშვილისვე თქმით, არჩევნები 0%-იანი ბარიერით გაიმართება. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები ბარიერის გაუქმებას არ ითხოვდნენ.

ამასთან, ივანიშვილს არაფერი უთქვამს აქციის დანარჩენ ორ მოთხოვნაზე – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადაყენებასა და იმ ადამიანების დაუყონებლივ გათავისუფლებაზე, რომლებიც 21 ივნისის ღამით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ გარდაბანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დააკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიათუ დემოკრატიული კონტროლი არ დაწესდა ძალოვან უწყებებზე, ძალაუფლებაში დარჩება რუსული ხელისუფლება – სამადაშვილი