ბეჟაშვილი: საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ

“შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა. ამ განხილვებს და ამ ხელმოწერას უნდა დაესწროს თავისუფალი ნიკა მელია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბეჟაშვილის, პოლიტსაბჭოზე საკმაოდ მკვეთრი გამოსვლები იყო და აზრთა სხვადასხვაობაც არსებობს.

„დოკუმენტი ტოვებს ძალიან დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ინტერპრეტაციები მოხდეს და შემდგომში კიდევ უფრო დიდი უთანხმოების საგანი გახდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა. ამ განხილვებს და ამ ხელმოწერას უნდა დაესწროს თავისუფალი ნიკა მელია, რომელიც დღეს პოლიტდევნილი და პოლიტპატიმარია. სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო მოხდა მისი დაკავება. უნდა დატოვოს ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულება და მან უნდა მოაწეროს ხელი შეთანხმების შემთხვევაში ამ დოკუმენტს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოლაპარაკებების მხარეები პრეზიდენტის სასახლეში ინაცვლებენ
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ხელისუფლება წელს შეიცვლება, მაგრამ არ მინდა ქაოსით მოხდეს