ბეჟაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს!

ყოველი არჩევნების წინ “ქართული ოცნებისგან“ “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისა და პოლიტიკიდან ჩამოშორების შესახებ ვისმენთ – “ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს! – ასე ეხმაურება “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ გასამართლების თაობაზე.

ბეჟაშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადებით მმართველი პარტიის რეალური მიზანი საზოგადოების დაპირისპირება, დაყოფა და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნებაა.

“საზოგადოებას ყოველი არჩევნების წინ “ოცნებისგან“ მსგავსი ტექსტი ესმის – რომ უნდა დაამთავრონ “ნაციონალური მოძრაობა“, რომ უნდა გააქრონ რადარებიდან, სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ, ყველას დაიჭერენ და ასე შემდეგ.

ყველა კარგად ხვდება, რომ ეს განცხადება მანიპულაციურია და რეალურად მოსახლეობას ატყუებენ. “ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს – არც შეიძლება მთელი 12 წლის განმავლობაში ხალხს ღვარძლით, ბოროტებით და დაპირისპირებით კვებავდე – “ქართული ოცნება“ საზოგადოებას ყოფს, აპირისპირებს და თესავს ღვარძლს!“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, პოლიტიკური წარსულით და კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა – უახლოეს კვირებში კიდევ ბევრ ადამიანს იხილავთ
შემდეგი სტატიარუსეთის თავდაცვის სამინისტრო – საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოლქებში 45 დრონი ჩამოაგდეს