26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ბეჟაშვილი ოპოზიციას: დააკვირდით თქვენს რიტორიკას, “ქართული ოცნების” იდენტურ თემაში ხართ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე დაპირისპირება შეაფასა. მისი განცხადებით, პარტიებსა და ოპოზიციურ ლიდერებს შორის არსებული პოლემიკა სამწუხარო რეალობაა, რაც წარსულის მძიმე ტრავმებზე მიანიშნებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მძიმე პერიოდი გაიარა 2012 წლის შემდეგ. ამ ფონზე, სამწუხაროა, რომ ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიტიკის ობიექტი და მის მიმართ ხდება პრეტენზიების გაჟღერება, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც პარტიასთან კავშირები ჰქონდათ, გავლენებიც ჰქონდათ და იციან, ეს პარტია როგორ მუშაობს.

რეალურად მიმდინარეობს მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილის როლის ნიველირება მოახდინონ პატარა პარტიებმა. მეგობრებო, დააკვირდით თქვენს რიტორიკას, შეფასებებს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით და შეადარეთ „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე თვის წინ წარმოებული კამპანია, ნახავთ, რომ იდენტურ თემაში ხარ. სამწუხაროდ, მათი ძალისხმევა არის უფრო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ვიდრე ამ ქვეყნის საერთო მოწინააღმდეგის – „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საპროტესტო აქტივობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესის გასაძლიერებლად აუცილებელია მუდმივი მოძრაობა და აქტიურობა.

„ვფიქრობ, რომ მთავარია მოძრაობა. როდესაც არ ვაქტიურობთ, არ ვმოძრაობთ, აქტიურ მოძრაობაში არ ვართ და დროებში უსაქმურობის პატარა პაუზები წარმოიშობა, შემდეგ იწყება ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები, საქმით უნდა ვიყოთ დაკავებულები. ამიტომ, უნდა გავაგრძელოთ აქტიური პროტესტი“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: იმაზე კამათი, თუ რომელ ტაქტიკას ემხრობა ამერიკა, სასაცილოა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: საბოლოოდ იმარჯვებს იდეა და არა ინტერესები, ფული და კუტოკები