ბეჟაშვილი – მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცება არის მაგალითი, როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ძალმომრეობას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების ამბავი არის იმის ნათელი მაგალითი, როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ძალმომრეობას, რათა თავისი ხელისუფლება და „კლანური“ მმართველობა სასამართლოში განამტკიცოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, რომ პროცესი შეჩერებულიყო, უგულვებელყო.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების ამბავი არის იმის ნათელი მაგალითი, როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ძალმომრეობას, რათა თავისი ხელისუფლება და „კლანური“ მმართველობა განამტკიცოს სასამართლოში. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, რომ პროცესი შეჩერებულიყო და მომხდარიყო რეფორმის განხორციელება, „ქართულმა ოცნებამ“ ეს მოთხოვნა უგულვებელყო და დღეს „ქართული ოცნება“ რჩება ძალად, რომელიც საპარლამენტო ძალმომრეობას მიმართავს და ცდილობს, თავისი რეჟიმი ხელისუფლების ყველა შტოში განამტკიცოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილის პასუხი ოპოზიციას: უნდობლობის პროცესს ვერ წარმართავენ
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ივლისისთვის