ბეჟაშვილი: კვლავ ისეთი ცენტრალური კომისია გვექნება, რომელიც „ქართული ოცნების“ დავალებების უსიტყვო შემსრულებელი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრების კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, „ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე კვლავ „ქართული ოცნების“ დავალებების უსიტყვო შემსრულებელი იქნება“.

„ბუნებრივია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მიიღებს ამ ფარსში მონაწილეობას, როდესაც წინასწარ კონკურსამდე დადგენილი იყო, თუ ვის აირჩევდნენ და ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ კალანდარიშვილზე იყო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ასევე, კომისიის წევრებთან მიმართებაში უკვე წინასწარ ვიცით, რომელი კანდიდატურების შერჩევა მოხდება. ამიტომ, ამ ფარსში მონაწილეობას აზრი არ აქვს. კვლავ ისეთი ცენტრალური კომისია გვექნება, რომელიც „ქართული ოცნების“ დავალებების უსიტყვო შემსრულებელი იქნება. საარჩევნო ადმინისტრაციიდან კანდიდატურების წარმოდგენა არის დაცინვა საზოგადოების, შარლ მიშელის დოკუმენტის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ამიტომ ამ ფარსში მონაწილეობას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების განხილვას იწყებს. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატის საკომიტეტო მოსმენა დღეს იურიდიულ კომიტეტზე იგეგმება.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბეჟაშვილი – გახელაძის გათავისუფლება უდავოდ მისასალმებელია, თუმცა მის გარდა კიდევ ბევრი მოქალაქეა დაკავებული
შემდეგი სტატიაპირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე გ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა