ბეჟაშვილი – ევროსაბჭოში იმართება დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე – ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს!

დღეს, ევროსაბჭოში იმართება პოლიტიკური დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე. ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! ეს სულისკვეთება იქნება იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია. დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭო ამ რეზოლუციას ერთხმად დაამტკიცებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით დებატებზე განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველო მთავარი თემა არის როგორც ევროპის პოლიტიკურ დღის წესრიგში, ისე ყოველდღიურობაში.

„საქართველოს ნაკრებმა აჩვენა საოცარი თამაში, მოიპოვა გამარჯვება და ყველა ამაზე საუბრობს. და მეორე ის, რომ ევროსაბჭოში იმართება პოლიტიკური დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე.

ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! – აი, ეს სულისკვეთება იქნება დღეს განხილვაში და დებატებში, და იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია. მე დარწმუნებული ვარ ევროსაბჭო ამ რეზოლუციას ერთხმად დაამტკიცებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოში საქართველოზე დებატები დაიწყო
შემდეგი სტატიათუ საქართველოს მთავრობა თვლის, რომ რუსეთი მისი ყველაზე დიდი პრობლემაა, ლოგიკურად უნდა თვლიდეს, რომ ჩინეთიც პრობლემაა – ლინკოლნ მიტჩელი