ბეჟაშვილი – არასერიოზულია, როდესაც პრემიერი სანქციების თემას აბუჩად იგდებს

არასერიოზულია, როდესაც პრემიერ-მინისტრი სანქციების თემას აბუჩად იგდებს მაშინ, როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებდა ივანიშვილის პარტიას არ მიეღოთ „რუსული კანონი“ – ქვეყანას ევროპული პერსპექტივა აღარ ექნება „ქართული ოცნების“ ხელში,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სანქციებს ეხებოდა.

ბეჟაშვილის განცხადებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის „მთავარი წინაღობა“ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“.

„ვფიქრობ, არასერიოზულია, როდესაც პრემიერ-მინისტრი სანქციების თემას აბუჩად იგდებს მაშინ, როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებდა ივანიშვილის პარტიას არ მიეღოთ „რუსული კანონი“. მათ ეს მაინც განახორციელეს და პრაქტიკულად ქვეყანას ევროპული პერსპექტივა დაუხურეს.

რეალურად, ახლა სანქციებზე აქცენტის გადატანა არასერიოზულია, ვინაიდან მხოლოდ სანქცირების თემა არ არის, მთავარი თემა არის ის, რომ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა დაუხურეს, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა აღარ ექნება „ქართული ოცნების“ ხელში.

საზოგადოებამ უნდა გადავწყვიტოთ, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ევროპაში გაწევრიანება, მთავარი წინაღობა ამ გზაზე არის ივანიშვილი და მისი პარტია“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიაქუბარდია – „ოცნება“ ხალხის მოტყუებას განაგრძობს, როცა ამბობს, რომ საქართველოს რუსული კანონის ფონზე ევროპულ ოჯახში დამკვიდრების შანსი აქვს
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ჩვენ ვართ მონები და 50-100 ლარის გამო სასტვენი რომ უკავიათ, ის თავისუფალი ადამიანია?