ბეჟან გუნავას სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს განახლდება. “პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის” წევრი ადმინისტრაციული წესით ეკონომიკის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე დააკავეს. სასამართლო სხდომის გადადება გუნავას ადვოკატებმა მოითხოვეს, რათა შეესწავლათ პოლიციის მიერ წარდგენილი ვიდეო მტკიცებულება. ასევე, ადვოკატებმა მოითხოვეს მოწმეების დაკითხვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
სამართალდამცველების ცნობით, ამ ვიდეო მასალით დასტურდება ბეჟან გუნავას მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რასაც თავად გუნავა უარყოფს და მის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის. ის ამბობს, რომ პოლიცია ეკონომიკის სამინისტროსთან გამართული აქციის მონაწილეებზე ძალადობდა, ხოლო მისი დაკავება ყოველგვარი საფუძველის გარეშე მოხდა.