ბეჟან გუნავა იმედოვნებს, რომ საგამოძიებო უწყება დაზარალებულის სტატუს მიანიჭებს

ბეჟან გუნავა იმედოვნებს, რომ საგამოძიებო უწყება დაზარალებულის სტატუს მიანიჭებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა. საუბარია 19 ოქტომბერს გამართულ აქციაზე, სადაც გუნავა დააკავეს.

ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით არის აღძრული, რაც ითვალისწინებს სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

ოპოზიციური პარტიის წევრი მიიჩნევს, რომ მისი დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. საქმეზე ძიება პროკურატურამ თავისი ინიციატივით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი – ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6284 ლარი გახდა