“ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებები, რომლებსაც სამწუხაროდ, კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია”

ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებები, რომლებსაც სამწუხაროდ, შემდგომში კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ახალი ინვესტორის მოძიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ალბათ, უპრიანი იქნება, დაველოდოთ 31 დეკემბერს, ვნახოთ, რა მოხდება ამ ვადაში. რაც შეეხება ინვესტორს და კონსორციუმის მოლოდინებს, ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი ანაკლიის კონსორციუმის მსგავსი ტიპის განცხადებები, რომლებსაც სამწუხაროდ, შემდგომში კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. თუმცა, მე მაინც ვარჩევდი, რომ წლის ბოლომდე საკონტრაქტო ვადას დაველოდოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ტრაილერის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაბიუჯეტის დავალიანების მქონე ტელევიზიებს ერთდღიანი ვადა ეძლევათ, რათა 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ