ბევრია გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რაც პოლიტიკურ პარტიებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კარგ შანსს უტოვებს – ლორა ტორნტონი

NDI-ის ახალ კვლევაში ბოლო წლების განმავლობაში მთავრობის საქმიანობა ყველაზე უარყოფითად იქნა შეფასებული – აცხადებს აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი.

მისი თქმით, მოსახლეობა ასევე მკვეთრად უარყოფით შეფასებას აძლევს სასამართლო სისტემას და რიგ ინსტიტუტებს. მისი თქმით, არსებობს აზრი, რომ პოლიტიკა და პოლიტიკოსები ხელს უწყობენ საზოგადოების გახლეჩას.

ტორნტონის თქმით, გამოკითხვის მიხედვით ჩანს, რომ ბევრია გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რაც პოლიტიკურ პარტიებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კარგ შანსს უტოვებს.

„ქვეყნის მიმართულებას უარყოფითად აფასებს მოსახლეობა, ამ კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ეს შეფასება. რაც აქამდე გვინახავს ყველაზე მაღალია, იგივე შეიძლება ითქვას მთავრობის საქმიანობის და სხვადასხვა ინსტიტუტების შეფასების შესახებაც. რამდენიმე გამონაკლისის გარდა დადებითად არის ჯანდაცვის მინისტრი, ისევე როგორც თბილისის მერი და ამ უწყებების საქმიანობა, თუმცა იმასვე თქმა არ შეიძლება პარლამენტზე და მის სპიკერზე.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, „ქართულ ოცნებას“ ოდნავ მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობას”.

ძალიან ნეგატიური განწყობები ფიქსირდება ამ ეტაპზე პოლიტიკის მიმართ. მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები, ქვეყნის ლიდერები საზოგადოების გახლეჩას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე გაერთიანებას, ერთადერთი ინსტიტუტი არის ეკლესია, სადაც ხალხი ფიქრობს, რომ მოსახლეობას აერთიანებს. შეიძლება ამიტომ მოსახლეობაში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში უნდა იყოს ჩართული,“-ამბობს ლორა ტორნტონი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის მესამე ადგილი არის უკვე ზღაპარი – კობახიძე NDI-ის კვლევაზე
შემდეგი სტატიადაპირისპირება მოსწავლეებს შორის – 51-ე სკოლის დირექტორი პირველ განმარტებებს აკეთებს