ბევრი ვერსიას ავრცელებენ, რომ ამ ვერსიებიდან საზოგადოებამ აარჩიოს, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მხარდამჭერი საზოგადოების ნაწილი – მშვენიერაძე 20 ივნისის დარბევაზე

„თან გვესმის, რომ გააფრთხილეს 4-ჯერ ადამიანები, თან გვესმის, რომ მოგერიება იყო და გაფრთხილება ვერ მოესწრო, ხან გვეუბნებიან, რომ გაფრთხილება შედგა, ოღონდ ცოტა მოგვიანებით,“ – ამ განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, შს მინისტრის მოადგილეს ეხმაურება. გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ძალოვანი უწყება საკუთარ განცხადებებშიც არათანმიმდევრულია.

შს მინისტრის მოადგილემ, თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს მომიტინგეები აქციის დაშლასთან დაკავშირებით არ გააფრთხილეს, რადგან არსებულ ვითარებაში ამის დრო არ იყო, მაშინ როდესაც მინისტრი გახარია ამტკიცებს, რომ დარბევის დაწყებამდე, აქციის მონაწილეთა გაფრთხილება მოხდა, თანაც ოთხჯერ.

„ეს არის ბევრი ვერსია, რომელსაც საზოგადოებაში ავრცელებენ და მერე ამ ბევრი ვერსიიდან თავად საზოგადოება აარჩევს, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მხარდამჭერი საზოგადოების ნაწილი, რომელი ვერსია გამოიყენოს დისკუსიის დროს. საუბარია 38 ჟურნალისტზე, ხომ ცხადია, რომ არცერთი მათგანი არ მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებებში, ამის არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანებს ზურგით შებრუნებულებს ზურგში ხვდებათ ტყვია, ხომ წარმოუდგენელია, რომ ისინი ძალადობრივ აქტში კონკრეტულ მომენტში არიან ჩართულები. ის დაზიანებები და ის ხარისხი დაზიანებების, რომელიც არის, არ არის გამოწვეული იმიტომ, რომ ვიღაც ძალადობრივ აქტში მონაწილეობდა და მიიღო, ეს არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მშვიდობიანობის მომენტში დაზიანდა შეკრება-მანიფესტაციის დაშლის დროს,“ – განაცხადა მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაშივინმემ ვინმეს თუ დაუმესიჯა და უთხრა, რომ ვიწყებთ აქციის დაშლას, ეს არ არის გაფრთხილება – სალაძე 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე
შემდეგი სტატია“ერთი ერთში მომაგონდა როდიონოვის სიტყვები 9 აპრილის შემდეგ” – ხმაური ბათუმის საკრებულოში