„ბევრი ტალახი და ჭუჭყი მომეცხო“ – მამა პეტრეს ემოციური პოსტი

მამა პეტრე (კოლხი) სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„არაფერი შეცვლილა, ისევ ბავშვად დავრჩი, ოღონდ ბევრი ტალახი და ჭუჭყი მომეცხო… ისევ მჯერა საბნის ქვეშ, ძილის წინ შექმნილი უზარმაზარი სამყაროსი… ისევ ჯიუტად ვესაუბრები ქრისტეს სამომავლო გეგმებზე… 
ის მე მიტოვებს არჩევანის უფლებას და არ ერევა ჩემს გადაწყვეტილებებში… ვითომ უფრო კეთილი ვარ?!

სასაცილოა, ისევ ისე ვაშენებ საბნის ქვეშ მოქცეულ სამყაროს, როგორ ქრისტემ ააშენა… 
არაფერია ახალი, მეუბნები ის… კი, ბევრი რამ დავამატე, ვუმტკიცებ მე… ეღიმება ჩემს ქრისტეს, ასეთი დაგეგმარება იყო თავიდანვე, ეს თქვენ, ადამიანებმა შეცვალეთ… სიყვარულის წილ სიძულვილი დანერგეთ, სიკეთის წილ ბოროტება… გულდაწყვეტილი მესაუბრება ქრისტე…

ჰოდა, თუ ასეა, მირჩევნია ისევ საბანი გადავიფარო, ისევ ჩემ მიერ შექმნილ სამყაროში ვიცხოვრო, სადაც მხოლოდ მზისფერი ადამიანები სახლობენ!..“

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი გარეგინ მეორეს: უნდა გადმოგცეთ საქართველოს პატრიარქის სურვილი, რომ აფხაზეთში არსებული სომხური ეკლესიები დაექვემდებაროს საქართველოს ეპარქიას ან თქვენ
შემდეგი სტატიასამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა – ძალადობა და ფულის გამოძალვა ჯარში