ბევრი ქვეყნის ფარდულები სავსეა სამხედრო ტექნიკით, არ ჯობია მეტი იარაღი პირდაპირ ბრძოლის ველზე გადავიტანოთ და აგრესორი „დაამშვიდოთ“ აქ და ახლა?“ – პოდოლიაკი

„ბევრი ქვეყნის ფარდულები სავსეა სამხედრო ტექნიკით, არ ჯობია მეტი იარაღი პირდაპირ ბრძოლის ველზე გადავიტანოთ და აგრესორი „დაამშვიდოთ“ აქ და ახლა?,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„მოდით დავარქვათ როგორც არის. რუსული აგრესია უკრაინაში გახდა შესანიშნავი შესაძლებლობა მრავალი ევროპული ქვეყნისთვის, რომ მოგებიანად გადაიარაღდნენ: უარი თქვან მოძველებულ იარაღზე და სტრატეგიული პარტნიორების ხარჯზე ტექნიკის ახალი მოდელები მიიღონ.

დღეს ბევრი ქვეყნის ფარდულები სავსეა თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, რომელიც მტვრითაა დაფარული და მათი გამოყენება არ იგეგმება. კითხვა: თუ ევროპისთვის მთავარი სტრატეგიული დოქტრინალური საფრთხე რუსეთია და რუსეთთან ომი დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, რისთვის გჭირდებათ ახლა ამდენი იარაღი?

კიდევ ვისთან გეგმავთ ბრძოლას ამ კონტინენტზე 21-ე საუკუნეში? არ ჯობია რაც შეიძლება მეტი იარაღი პირდაპირ ბრძოლის ველზე გადავიტანოთ და აგრესორი „დაამშვიდოთ“ აქ და ახლა?“, – წერს პოდოლიაკი ტვიტერის პირად გვერდზე.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინასთან აზოვისა ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ შეთანხმების გაუქმებას
შემდეგი სტატიათუ ვინმე რეალობას მოწყვეტილია, ეს არის „რუსული ოცნება“ და კახა კალაძე, რომლის განცხადებითაც, არ აინტერესებს, თუ რისი სჯერა დასავლეთს – კაპანაძე